Wednesday, November 25, 2009

სვეტიცხოველი

მოგზაურობა მცხეთაში





  1. პროექტის სახელი: მოგზაურობა მცხეთაში
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლე იკვლევს მცხეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მრავალმხრივ დანიშნულებას.
  3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ეცნობიან იმ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც აგებული იქნაVI-XI სს_ში, ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს ამ ძეგლების შესახებ, ადგილზე ხდება ისტორიული ძეგლების აღწერა და იქ მოღვაწე მხვდელმსახურებისაგან ინტერვიუს აღება.
  4. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
  5. ვადები/ ხანგრცლივობა_ 3 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვარის შედგენა ,,რა ვიცით, რა გვაინტრესებს,'' დისკუსიის გამართვა, ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია,სკოლაში გამოფენის მოწყობა.
  7. მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, გაეცნობიან მცხეთის კულტურულ მემკვიდრეობას. მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ინტერვიუს აღების, რუკების შედგენის, ორიენტაციის უნარ -ჩვევა. ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ვებ-გვერდები.
  8. სარგებლი სხვებისათვის: მოსწავლეებს მიაწვდიან მცხეთის ულამაზესი ისტორიული ძეგლების ღწერას( სვე ტიცხოვლი, სამთავრო, ჯვარი, შიო მღვიმე) მოგზაურობის მარშუტს. გამოუმუშავდებათ თავიანთი ქვეყნის სიყვარული, ისწავლიან ისტორიული ძეგლების გაფრთხილებას.
  9. სამუშაო ენა: ქართული.
  10. საგნებთან| საგნობრივ ჯგუფებთან| ე როვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერტურა: მოსწავლე ეცნობა ლიტერატურულ მასალას, რომელიც შეიქმნა ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით, მასში ასახული კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ისტორია: მოსწავლე იკვლევს თუ რა მნიშვნელობა ქონდა ტაძრებს რელიგიასა საზოგადოების ცხოვრებაში.
ხელოვნება: მოსწავლეები იკვლევენ ქრისტიანული ხელოვნების დარგებს, ხუროთმოძღვრებას, გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას.
გეოგრაფია: მოსწავლე ადგენს რუკასა და მის შესაბამის მარშუტს: თბილისი_მცხეთა და მცხეთის მდებარე საექსკურსიო ობიექტებს: მცხეთა_შიომღვიმე, მცხეთა_ჯვარი, მცხეთა_ სვეტიცხოველი, საგურამო_ზედაზენი.
11. პროექტის ფასილიტატორი: შორენა რ ამიშვილი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:Ramishvilishore555@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:R amishvilishorena.blogspot.com